Numpy საფუძვლები
Numpy წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვისთვის Numerical Python. იგი შედგება მრავალგანზომილებიანი მასივებისაგან და ფუნქციებისგან, რომლებზეც შესაძლებელია ოპერაციების ჩატარება.
Numpy
მონაცემები გვხდება სხვადასხა ფორმით,რომლებიც საჭიროებენ შენახვას და დამუშავებას პითონის პროგრამაში. Numpy-ის დახმარებით შესაძლებელია ოპერაციების ჩატარება მონაცემებზე სწრაფად და ოპტიმალურად. იგი კარგად ამუშავებს მატრიცებს და მრავალგანზომილებიან მასივებს,ხშირად გამოიყენება წრფივი ალგებრის ამოცანების გადასაჭრელად. Numpy განკუთვილია სამეცნიერო ტიპის პრობლემების გადასაჭრელად პითონში.
ამ და სხვა რამოდენიმე გაკვეთილს სწორედ Numpy-ის შესწავლას დავუთმობთ
ndarray მონაცემთა სტრუქტურა
“ndarray” განიმარტება როგორც N-განზომილებიანი მასივი. მას აქვს ფიქსირებული ზომა მეხსიერებაში და შეიცავს ერთგვარი ტიპის ელემენტებს. ჩვენ განვიხილავთ ოპერაციებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში, Numpy მასივებზე.
განსხვავება პითონის სიებსა და Numpy-ის მასივებს შორის
Numpy-ის მასივები არის ერთგვაროვანი ,ანუ ერთი ტიპის. ხოლო რაც შეეხება python-ის სიებს ისინი შესაძლებელია ინახავდნენ განსხვავებული ტიპის მონაცემებს.
Numpy-ის უპირატესობები
- მათემატიკური ოპერაციები სრულდება ძალიან სწრაფად
- მასივები იყენებენ გაცილებით ნაკლებ მეხსიერებას
შემდეგ გაკვეთილებში განვიხილავთ სხვადასხვა ოპერაციებს Numpy-ის გამოყენებით