დაწერეთ თქვენი პირველი კოდი
მას შემდეგ რაც გავეცანით თუ რა ტიპის პროგრამირების ენ არის პითონი დადგა ჯერი გადავიდეთ კოდის წერაზე
print ბრძანება
ახალი ენის შესწავლისას არსებობს ასეთი ტრადიცია, რომ ვიწყებთ სიტყვის გამოტანით “Hello World”
ყველა პროგრამულ ენას აქვს თავისი სინტაქსი.
გამომდინარე იქიდან რომ პითონს ძალიან მარტივი სინტაქსი აქვს კოდიც მარტივად გამოიხატება
print(“Hello World”)
თავად სიტყვა Hello World ზის ბრჭყალებში გამომდინარე იქიიდან რომ არის სტრინგი. ამას მომავალში კიდევ ვახსენებთ
შევეხოთ ციფრებსაც
print(50) print(1000) print(3.142)
python-ში შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ტიპის მონაცემის ამობეჭვდა. ამის მსგავსად
print(50, 1000, 3.142, "Hello World")
კომენტარები
კომენტარები გვეხმარება გავარკვიოთ თუ რა ხდება კოდის გარშემო . მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ
print(50) # ბეჭდავს 50 print("Hello World") # ბეჭდავს Hello World