if პოსტულატი

ყველაზე მარტივი პირობითი პოსტულატი რომელიც შეგვიძლია დავწეროთ არის If ბრძანებულება რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან

  1. პირობა
  2. კოდი რომელიც უნდა გაეშვას

: ნიშანი აუცილებელია რათა კოდი გაშვებულ იქნას ხოლო () ნიშანი ნებაყოფლობითია, ასევე კოდი გამოყოფილი უნდა იყოს სივრცით

სივრცე

ძალიან დიდი მნიშვნელობას თამაშობს პითონში, მისი დახმარებით ხდება კოდის გამოყოფა ბლოკებად,რაც ამავედროს ამარტივებს კითხვას

if პოსტულატის სტრუქტურა

თუ კოდი რომლის გაშვებასაც ვაპირებთ არის მართებული (True) იგი გაეშვება,სხვა შემთხვევაში ხდება მისი გამოტოვება

num = 5
if (num == 5):  # ეს პოსტულატი მართებულია
print("The number is equal to 5")  # კოდი გაეშვება
if num > 5:  # ეს პოსტულატი არასწორია
print("The number is greater than 5")  # კოდი არ გაეშვება

პოსტულატები ლოგიკური ოპერატორებით

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლოგიკური ოპერატორები უფრო რთული პოსტულატების შესაქმნელად  if ბრძანებულებაში. მოვიყვანთ მაგალითს


num = 12
if num % 2 == 0 and num % 3 == 0 and num % 4 == 0:
# მუშაობს მხოლოდ მაშინ თუ num იყოფა  2, 3, და 4-ზე
print("The number is a multiple of 2, 3, and 4")
if (num % 5 == 0 or num % 6 == 0):
# Only works when num is either a multiple of 5 or 6
print("The number is a multiple of 5 and/or 6")

პირველი if-ის შემთხვევაში ყველა პირობა უნდა შესრულდეს,ვიყენებთ რა and ოპერატორს
მეორე შემთხვევაში უნდა შესრულდეს ერთერთი პირობა მაინც,ვიყენებთ რა or ოპერატორს

ჩაშენებული if პოსტულატი

მოვიყვანთ მაგალითს

num = 63

if num >= 0 and num <= 100:
if num >= 50 and num <= 75:
if num >= 60 and num <= 70:
print("The number is in the 60-70 range")

ყურადღება მიაქციეთ რომ თითოეულ ეტაპზე გამოყოფას ვაკეთებთ სივრცით

სიდიდეების შექმნა და რედაქტირება


num = 10
if num > 5:
num = 20  # num-ს მიენიჭება ახალი სიდიდე
new_num = num * 5  # შეიქნება ახალი სიდიდე სახელწოდებით newNum

print(num)
print(new_num)

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *